2026 წლის 20–26 ივლისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა „The Edge Effect“ გაიმართა. პროექტი ურბანულ მდგრადობას, გარემოს დაცვასა და პერმაკულტურის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას დაეთმო.
პროგრამაში ოთხი ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, მათ შორის — საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) 3 სტუდენტი. თითოეული ქვეყანა წარმოდგენილი იყო 5 მონაწილითა და 1 ჯგუფის ლიდერით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაფორმალური განათლების აქტივობები, პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები, გუნდური დავალებები, კულტურათაშორისი ღონისძიებები და მონაწილეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
ახალგაზრდებმა განიხილეს თანამედროვე ქალაქებში მდგრადი განვითარების შესაძლებლობები, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და განივითარეს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ლიდერობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობას გარემოსდაცვით და საზოგადოებრივ ინიციატივებში.
პროექტმა ხელი შეუწყო სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ახალი საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებასა და მონაწილეების მიერ საკუთარ თემებში განსახორციელებელი იდეების შემუშავებას.
მონაწილე ქვეყნები: იტალია, საქართველო, პორტულაგია და ალბანეთი.





