სტომატოლოგიური კლინიკა
აპრილი 15, 2022 2026-07-19 19:33სტომატოლოგიური კლინიკა
სდასუ-ს ქართულ-ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკა
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა, რომელიც შეიქმნა ბრიტანელი პარტნიორების თანამონაწილეობით.
სტომატოლოგიურ კლინიკას აქვს სასწავლო დანიშნულებაც. იგი სტუდენტებს ეხმარება სწავლის პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კონკრეტული კლინიკური მიზნების მიღწევაში.
კლინიკა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობისთვის. აქ მიმდინარეობს რეზიდენტთა პრაქტიკული მომზადება და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევები.
ბრიტანულ პარტნიორობაზე დაფუძნებული კლინიკა
კლინიკა შეიქმნა ბრიტანელი პარტნიორების თანამონაწილეობით და აერთიანებს თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს, ტექნოლოგიებსა და საგანმანათლებლო გამოცდილებას.
თანამედროვე ტექნოლოგიები
კლინიკა აღჭურვილია მრავალპროფილიანი სტომატოლოგიური მომსახურებისა და სასწავლო პროცესისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებით.
პრაქტიკული სწავლება
სტუდენტები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ, ივითარებენ პროფესიულ უნარებს და იღებენ კლინიკურ გამოცდილებას.
კვლევა და რეზიდენტურა
კლინიკაში მიმდინარეობს რეზიდენტთა პრაქტიკული მომზადება და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევები.