კომპიუტერულ ცენტრში განთავსებულია 36 პერსონალური კომპიუტერი, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სასწავლო კურსების, პრაქტიკული სამუშაოებისა და პროგრამული პროექტების შესასრულებლად.
სტუდენტები მუშაობენ თანამედროვე პროგრამულ გარემოში, სწავლობენ პროგრამირებას, მონაცემებთან მუშაობას, კომპიუტერული სისტემების გამოყენებას, საოფისე და სპეციალიზებულ პროგრამებსა და სხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტს.
ცენტრის ფარგლებში ფუნქციონირებს ცალკე ქსელური ლაბორატორია, სადაც განთავსებულია 10 კომპიუტერი და ქსელური მოწყობილობები. ლაბორატორიაში სტუდენტები პრაქტიკულად სწავლობენ ქსელის დაგეგმვას, მოწყობილობების დაკავშირებასა და კონფიგურაციას, IP მისამართაციას, ქსელური სერვისების მუშაობასა და პრობლემების დიაგნოსტიკას.
კომპიუტერული ცენტრი ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნას და სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობისთვის ამზადებს.