საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:
ა) ორთოპედიული სტომატოლოგია:
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური პოზიცია
ბ) პედიატრია:
- ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი
გ) ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია:
- ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი
დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვა:
- ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
ბ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
კონკურსანტი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე – 3 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება (დანართი 1);
- რეზიუმე (CV);
- პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისად – პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
- სასურველია შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
- სასურველია სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
- II ეტაპი – გასაუბრება პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან
უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.
*კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებული კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
კონკურსის ვადები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2026 წლის 29 ივლისი
საბუთების მიღება: 2026 წლის 31 ივლისიდან 2026 წლის 4 აგვისტოს 15:00 საათამდე.
კონკურსის ჩატარების პერიოდი: 2026 წლის 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2026 წლის 11 სექტემბერი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტი
მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #25 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე)
ან ელექტრონული ფორმით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართეთ:
ტელ: (995 32) 2 253 677
