სდასუ
სდასუ-ს ამბები

სდასუ ინკლუზიური განათლების საკითხებზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლებს

ღონისძიება:
ყველა ღონისძიება

19 ოქტომბერს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) თბილისის მერიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია „აველუმის“ პროექტს – „ინკლუზიური განათლება – სწავლების ინოვაციური მეთოდები“ -უმასპინძლებს.

ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართება და გააერთიანებს განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს ინკლუზიური განათლების აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ.

დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ინკლუზიური განათლების პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის მექანიზმებზე. მონაწილეები იმსჯელებენ განვითარებისა და ადაპტაციის საკითხებზე, სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და დანერგილი პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს კონკურსები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

X–XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ კონკურსზე წარადგინონ თავისუფალი თემა – „მომავალი ბარიერების გარეშე“ და საკუთარი ხედვა წარმოაჩინონ ინკლუზიური და თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს შესახებ.

მასწავლებლებისთვის გამოცხადებულია ვიდეოკონკურსი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ხედვა ინკლუზიურ სწავლებაში ინოვაციების, ახალი მიდგომებისა და იმ ეფექტიანი მეთოდების შესახებ, რომელთა გამოყენებაც სწავლების შედეგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

კონკურსებში გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის პრიზები.

ღონისძიების ადგილი: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ)
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №25

კონკურსებში მონაწილეობისა და ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულებზე:

მასწავლებლებისთვის: https://forms.gle/i9qFGiPVhbaA7jJf8

მოსწავლეებისთვის: https://forms.gle/p7fowJuv9FQ27bLSA

ღონისძიებაზე დასაწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.gle/dMB5hjshkmac1wag9