სდასუ
SDASU • უნივერსიტეტის შესახებ

უნივერსიტეტის შესახებ

ისტორია, ღირებულებები, კვლევა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეზე ორიენტირებული განვითარება.

35-წლიანი ისტორია 1991 • ინსტიტუციური საფუძველი ევროპული ორიენტაცია
01

35-წლიანი აკადემიური განვითარების გზა

შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის 35-წლიანი ისტორიის მქონე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამცველი სუბიექტია, რომელიც ორიენტირებულია ინტელექტუალური რესურსები მიმართოს ქვეყნის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისა და წარმატებული განვითარებისათვის.

1987–1991

დაარსება და ისტორიული საფუძველი

უნივერსიტეტის დაარსება უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას, მისი დამფუძნებლის პროფესორ თეიმურაზ ქორიძის მიერ 1987 წელს კომუნისტური პარტიის რიგებიდან გასულთა სოციალური დაცვის საზოგადოების შექმნას და მის ბაზაზე, 1991 წლის 11 ივლისს, საზოგადოება „თანადგომა და ამაღლების“ დაფუძნებას. საზოგადოება მიზნად ისახავდა ქვეყანაში კომუნისტური იდეებისა და მსოფლმხედველობისაგან გათავისუფლებას, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და ახალგაზრდობის ჩაბმას თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისკენ სწრაფვაში. საზოგადოება „თანადგომა და ამაღლება“ აერთიანებდა ქვეყნის ღვაწლმოსილ მეცნიერებს, რომელთაც პროფესორ თეიმურაზ ქორიძის ხელმძღვანელობით დააარსეს საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი „დავით აღმაშენებლის სახელობის თბილისის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი“.

XXI

განათლება და მეცნიერება XXI საუკუნეში

XXI საუკუნეში განათლება და მეცნიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილის დასაკავებლად. სდასუ-ს, როგორც საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუციის, ერთ-ერთი ძირითადი მისია და მიზანია საზოგადოებაში არსებული გამოწვევების გადაჭრაში საკუთარი წვლილის შეტანა, კვლევისა და სასწავლო პროცესის ინტეგრაცია თანამედროვე მოთხოვნებთან და გლობალურ ტენდენციებთან.

2030+

სტრატეგიული განვითარება

სტრატეგიული განვითარების გეგმა წარმოადგენს უნივერსიტეტის განვითარების ხედვას და ამ პროცესის ეტაპობრივ გატარებას მომავალ წლებში. გეგმის მიზანი არის ჩვენი ინსტიტუციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ინოვაციური სწავლების და კვლევის მიმართულებით სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და სოციალური პასუხისმგებლობების უზრუნველყოფა. უნივერსიტეტის ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ უსდ იყოს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის შემქმნელი, არამედ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში აქტიური წვლილის შემტანი.

04

ჩვენი მისწრაფება

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მისწრაფებაა გახდეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი ხარისხიანი განათლების, კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით.

05

ევროპული უმაღლესი განათლების პრინციპები

სწორედ ამიტომ მისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია იმ ძირითადი პრინციპების გატარება, რომელსაც უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე იზიარებს.