სდასუ

ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

SDASU SECTION

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

ძვირფასო მომავალო სტუდენტებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მოხარული ვართ, რომ პროფესიული და პიროვნული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე არჩევანი სწორედ ჩვენს უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. დარწმუნებული ვარ, აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები თქვენი მომავალი წარმატების მტკიცე საფუძველი გახდება.

ჩვენი ფაკულტეტის მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი განათლება, თანამედროვე აკადემიური გარემოს შექმნა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება.

გვჯერა, რომ ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებას განაპირობებს განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე, პროფესიული ეთიკის, პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და აკადემიურ პერსონალთან ერთად, მუდმივად ზრუნავს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს განვითარებაზე, რომელიც ხელს უწყობს თითოეული სტუდენტის ცოდნის, უნარებისა და პიროვნული პოტენციალის სრულყოფილ გამოვლენას.

ფაკულტეტზე განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებს, აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას კვლევით საქმიანობას და ორიენტირებულია იმ კომპეტენციების განვითარებაზე, რომლებიც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს წარმატებით დაიმკვიდრონ თავი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში.

ჩვენთვის უნივერსიტეტი მხოლოდ განათლების მიღების ადგილი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ყალიბდება პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ლიდერი, რომელიც მზად არის საკუთარი ცოდნა საზოგადოების განვითარებასა და საერთო კეთილდღეობას მოახმაროს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აკადემიურ თავისუფლებას, ეთიკურ ღირებულებებს, კვლევითი კულტურის განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას.

მჯერა, რომ თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანი გაამართლებს მოლოდინებს, ხოლო ჩვენს ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნივერსიტეტში გატარებული წლები თქვენი პროფესიული და პიროვნული განვითარების მყარ საფუძვლად იქცევა.

გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას, საინტერესო აღმოჩენებს, პროფესიულ წინსვლასა და იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც თქვენს მომავალს და ჩვენი საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს.

პატივისცემით,

ჟანეტა კილასონია
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი