სდასუ
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა

პროექტები და კონფერენციები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებულ კვლევით გარემოს და ხელს უწყობს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო საქმიანობას.

3 კონფერენციის გამოცემა
3 აკადემიური საფეხური
∞ კვლევითი შესაძლებლობები
კვლევის კონცეფცია

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კონცეფცია

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კონცეფციის ძირითადი იდეაა უნივერსიტეტის, როგორც თანამედროვე აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, უწყვეტი განვითარება. მისი მიზანია ინოვაციებზე, ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული კვლევის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესთან მისი ინტეგრირება.

უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტებია ცოდნისა და მეცნიერების ფუნდამენტურობა, მემკვიდრეობითობა, მაღალი ხარისხი და რეგიონულ თუ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია.

ეროვნული ხელისუფლების პირობებში დაარსებული პირველი უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, კვლევითი საქმიანობით ხელი შეუწყოს ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას, ქართული საზოგადოების განვითარებას და გლობალურ კონტექსტში მისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

უნივერსიტეტი, როგორც კვლევითი ცენტრი, არის ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლებისა და კორპორატიული ეთიკის დაცვის ინიციატორი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომავალ მკვლევართათვის თავისუფალი სივრცის შექმნას, პროფილური და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას და სამეცნიერო სფეროს მრავალფეროვნებას.

თანამედროვე კვლევითი გარემო და სამეცნიერო კომუნიკაცია მეცნიერებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს აძლევს ურთიერთობის, განვითარების და ახალი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას. უნივერსიტეტი ასევე ცდილობს მჭიდრო თანამშრომლობას ბიზნესსაზოგადოებასთან, ახალგაზრდა მეცნიერთა დასაქმების ხელშეწყობას და კვლევის შედეგების კომერციალიზაციას.

უნივერსიტეტის თვითშეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი პროექტების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, ასევე თანამშრომლობა ადგილობრივ, რეგიონულ და უცხოელ პარტნიორებთან. ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სადოქტორო პროგრამებსა და დოქტორანტურის შემდგომ კვლევას.

01

ინოვაცია და ხარისხი

თანამედროვე მეთოდებზე, მაღალ სტანდარტებსა და შედეგზე ორიენტირებული კვლევა.

02

სწავლებასთან ინტეგრაცია

კვლევითი საქმიანობის დაკავშირება საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესთან.

03

აკადემიური თავისუფლება

ავტონომიურობის, ეთიკისა და მკვლევართათვის თავისუფალი გარემოს მხარდაჭერა.

04

ინტერდისციპლინური კვლევა

როგორც პროფილური, ისე სხვადასხვა სფეროს გამაერთიანებელი პროექტების განვითარება.

05

საერთაშორისო თანამშრომლობა

რეგიონულ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია.

06

ახალგაზრდა მკვლევრები

სადოქტორო, დოქტორანტურის შემდგომი და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების მხარდაჭერა.

უნივერსიტეტის ცენტრები

ცენტრები და მათი დებულებები

გაეცანით უნივერსიტეტში მოქმედ ცენტრებს და მათი საქმიანობის მარეგულირებელ დებულებებს.

01 ცენტრი

მდგრადი განვითარების ინტერდისციპლინური ცენტრი

ცენტრის ოფიციალური დებულება

დებულება მალე დაემატება
03 ცენტრი

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კვლევითი ცენტრი

ცენტრის ოფიციალური დებულება

დებულება მალე დაემატება
04 ცენტრი

კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი

ცენტრის ოფიციალური დებულება

დებულება მალე დაემატება
ყოველწლიური სამეცნიერო ღონისძიება

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. კონფერენციის მიზანია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების ხელშეწყობა და მეცნიერების უახლესი მიღწევების წარმოჩენა.

2022
სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენცია

2021
სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა XXIX სამეცნიერო კონფერენცია

2020
სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა XVIII სამეცნიერო კონფერენცია