Scopus
Elsevier-ის საერთაშორისო ციტირებისა და აბსტრაქტების მონაცემთა ბაზა.
რესურსის გახსნა ↗საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება მრავალფეროვანი ლიტერატურა საუნივერსიტეტო პროგრამების ყველა მიმართულებით.
ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის 20 000-მდე სახელმძღვანელოს შეიცავს. ბიბლიოთეკა ასევე მარაგდება ჟურნალ-გაზეთებით. ბიბლიოთეკაში ტრადიციად იქცა იმ ლიტერატურის საჯარო განხილვა და სემინარების ჩატარება, რომლითაც ინტერესდებიან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონული ვერსიებით შევსება.
სდასუ-ს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვისის სამსახური, რომელიც მკითხველს ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით ოპერატიულ მომსახურებას სთავაზობს. ხელმისაწვდომია ელექტრონული კატალოგი, მონაცემთა ბაზები და საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი.
მკითხველებს შეუძლიათ ისარგებლონ ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზებით, საბიბლიოთეკო დოკუმენტებითა და ინტერნეტრესურსებით. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე — CD-სა და USB-ზე — გადაწერა.
✦ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ✦ ბიბლიოთეკაში ყველა მომსახურება უფასოა. ✦ გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც.
სდასუ-ს ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდი მოიცავს ყველა სპეციალობისათვის აუცილებელ ძირითად და დამხმარე ლიტერატურას. ბიბლიოთეკის ფონდი მუდმივად ივსება ახალი ბეჭდური გამოცემებითა და ელექტრონული რესურსებით. სდასუ-ს ბიბლიოთეკის წიგნდი ფონდი შეადგენს 20 156 200 წიგნს.
ბიბლიოთეკა დაკავშირებულია და თანამშრომლობს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელებთან და ორგანიზაციებთან. არის პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – EIFL” მონაწილეთა კონსორციუმის წევრი. ასევე სდასუ-ს ბიბლიოთეკას გააჩნია 3 სახის ელექტრონული ბიბლიოთეკა:
სასწავლო წიგნების ელექტრონული ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს ამჟამად 500 წიგნს უცხო ენოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს ამჟამად 1 520 000 წიგნს სამართლის ბიბლიოთეკა რომელიც მოცავს 2 225 წიგნს
გაეცანით წევრობის, წიგნის გატანის, ელექტრონული რესურსებით სარგებლობის, ქცევის წესებისა და სამუშაო საათების ძირითად პირობებს.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია გაწევრიანების შემდეგ.
ბიბლიოთეკარი გაწევრიანების მსურველს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არეგისტრირებს მკითხველად და ავსებს ელექტრონულ ფორმულარს, სადაც შეაქვს სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სემესტრი და სკოლა.
აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის რეგისტრირება ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საკონტაქტო მონაცემების საფუძველზე. მონაცემების ცვლილების შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია აცნობოს ბიბლიოთეკას.
მკითხველს შეუძლია ისარგებლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კოლექციებით, სამკითხველო და კომპიუტერული დარბაზებით, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ოთახებით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, აუდიო-ვიდეო მასალებითა და სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე უფასო წვდომით.
აკადემიურ, მოწვეულ, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს ელექტრონულ მასალებზე წვდომა შეუძლიათ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის — emis.sdasu.edu.ge — მეშვეობით.
საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობისას მკითხველმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტუდენტური ბილეთი.
სასურველი მასალის მოძიება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ ბიბლიოთეკის კატალოგში ან უშუალოდ ბიბლიოთეკართან.
მასალის შეკვეთა შესაძლებელია პირადად ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ბიბლიოთეკარი აცნობებს მკითხველს, ხელმისაწვდომია თუ არა მასალა, შესაძლებელია თუ არა მისი სახლში გატანა და რა ვადით.
თუ კონკრეტული მასალა არ არის ხელმისაწვდომი, ბიბლიოთეკარი სთავაზობს ალტერნატიულ რესურსს. სასურველი მასალის წინასწარ დაჯავშნაც შესაძლებელია.
ერთი ეგზემპლარით წარმოდგენილი ბეჭდური ერთეული, გამონაკლისის გარდა, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა და გამოიყენება მხოლოდ სამკითხველო დარბაზში. თუ მასალაზე ყოველდღიური მოთხოვნა არ არსებობს, შესაძლებელია მისი დროებით გატანა.
ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა პერიოდული გამოცემები, ლექსიკონები და ენციკლოპედიები.
წიგნის გატანის უფლებით სარგებლობენ სტუდენტები, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი. მკითხველი ვალდებულია წიგნი დროულად დააბრუნოს.
თუ აქტიურად მოხმარებად წიგნს სხვა მკითხველი ითხოვს, მომხმარებელი ვალდებულია ბიბლიოთეკარის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათისა დააბრუნოს მასალა. ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ წიგნზე მოთხოვნა არ არსებობს.
მკითხველს უფლება აქვს ერთდროულად გაიტანოს მაქსიმუმ 5 წიგნი.
დაბრუნების ვადის დადგომისთანავე მასალა უნდა დაბრუნდეს ბიბლიოთეკაში. ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მასალაზე მოთხოვნა არ არსებობს.
თუ მკითხველი ობიექტური მიზეზით — ავადმყოფობა, ქვეყანაში არყოფნა და სხვა — ვერ აბრუნებს მასალას დროულად, ვალდებულია წინასწარ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვადა ჩაითვლება დარღვეულად.
ვადის დარღვევის შემთხვევაში მკითხველს შეიძლება შეეზღუდოს მასალის ბიბლიოთეკის ფარგლებს გარეთ გატანა. შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული და წინასწარ ცნობილი.
დაკარგული მასალის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია აუნაზღაუროს უნივერსიტეტს მისი საბაზრო ღირებულება ან ჩაანაცვლოს იმავე დასახელების წიგნით ან სხვა მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით.
დიპლომის მისაღებად სტუდენტი წარადგენს ე.წ. „შემოვლით ბარათს“, რომელიც ადასტურებს, რომ მას ბიბლიოთეკის დავალიანება არ აქვს. დავალიანების მქონე სტუდენტზე დიპლომი არ გაიცემა.
ბიბლიოთეკარი აგზავნის გაფრთხილებას წიგნის დაბრუნების ვადის გასვლის, აქტიურად მოთხოვნადი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნისა და ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში.
ვადის გასვლიდან ერთი დღის შემდეგ შესაძლებელია ხელმეორე გაფრთხილება. შეტყობინების მიუღებლობა მკითხველს არ ათავისუფლებს ვალდებულებებისგან.
ბიბლიოთეკის საქმიანობის, სამუშაო განრიგის, მასალის ხელმისაწვდომობისა და გატანის ვადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მკითხველს შეუძლია მიმართოს ბიბლიოთეკარს პირადად, ელფოსტით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით. პასუხი გაიცემა არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა.
ბიბლიოთეკის ყველა წევრს აქვს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის უფლება. კომპიუტერი, ინტერნეტი და Wi‑Fi უფასოა.
გამოყენების შემდეგ კომპიუტერი ჩართული უნდა დარჩეს. მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს ტექნიკას და არ აქვს პროგრამული ფაილების ჩაწერის ან წაშლის უფლება.
დაუშვებელია კომპიუტერის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, მათ შორის თამაშებისა და გასართობი ვებგვერდებისთვის. ხარვეზის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს და თვითნებურად არ სცადოს შეკეთება.
სხვა მომხმარებლების მოთხოვნის შემთხვევაში კომპიუტერით სარგებლობის ლიმიტი შეადგენს 60 წუთს.
მკითხველს შეუძლია ისარგებლოს სასწავლო და კვლევითი მასალის ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისით.
ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის ასლის გადაღება ან კომპიუტერიდან ინფორმაციის ამობეჭდვა თვითნებურად დაუშვებელია. მომსახურებისთვის საჭიროა ბიბლიოთეკარისადმი მიმართვა.
მკითხველი ვალდებულია პატივი სცეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და სხვა მომხმარებლებს, გაუფრთხილდეს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და არ დააზიანოს ინვენტარი.
ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე მობილური ტელეფონი უნდა გადაიყვანოს უხმო რეჟიმზე, დაიცვას სიჩუმე და ჯგუფური მუშაობისას ხელი არ შეუშალოს სხვებს.
გამოყენებული საბიბლიოთეკო რესურსი თვითნებურად არ უნდა დაბრუნდეს თაროზე — ის უნდა ჩაბარდეს ბიბლიოთეკარს ან დარჩეს მაგიდაზე.
მასალის მიღებისას მკითხველმა უნდა შეამოწმოს მისი მდგომარეობა და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს თანამშრომელს.
ბიბლიოთეკაში საკვების შეტანა დაუშვებელია, გარდა ბოთლში ჩამოსხმული წყლისა და სხვა მინერალური სასმელებისა.
აკრძალულია წიგნის ან სხვა რესურსის თვითნებურად გატანა ბიბლიოთეკარის მიერ სპეციალური ჩანაწერის გაკეთების გარეშე.
თანამშრომლის ან სხვა მომხმარებლის შეურაცხყოფისას მოქმედებს უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
რესურსის ან ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ზარალი.
სიჩუმის დარღვევისას მკითხველი იღებს სიტყვიერ გაფრთხილებას. მსგავსი დარღვევის ორჯერ განმეორების შემთხვევაში იგი ტოვებს სამკითხველო დარბაზს.
საბიბლიოთეკო რესურსის თვითნებურად გატანის შემთხვევაში გამოიყენება უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული ზომები.
მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და დარღვევის შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, ჟურნალები და ელექტრონული რესურსები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
Elsevier-ის საერთაშორისო ციტირებისა და აბსტრაქტების მონაცემთა ბაზა.
რესურსის გახსნა ↗საერთაშორისო სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების ფართო კოლექცია.
რესურსის გახსნა ↗კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები და აკადემიური რესურსები.
რესურსის გახსნა ↗384 წამყვანი ჟურნალი მრავალ დისციპლინაში, ციფრული არქივით 1997 წლიდან.
რესურსის გახსნა ↗ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების ჟურნალები, არქივით 1665 წლიდან.
რესურსის გახსნა ↗900-ზე მეტი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი ბიზნესში, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებსა და მედიცინაში.
რესურსის გახსნა ↗Electronic Information for Libraries — საერთაშორისო ელექტრონული რესურსების ქსელი.
რესურსის გახსნა ↗სამართლის ისტორიის კლასიკური ნაშრომებისა და ათიათასობით ჩანაწერის ბაზა.
რესურსის გახსნა ↗ევროპის რესპირატორული საზოგადოების ფლაგმანი ჟურნალი კლინიკურ და ექსპერიმენტულ კვლევებში.
რესურსის გახსნა ↗Elsevier-ის საერთაშორისო ციტირებისა და აბსტრაქტების მონაცემთა ბაზა.
რესურსის გახსნა ↗საერთაშორისო სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების ფართო კოლექცია.
რესურსის გახსნა ↗კვლევითი დაფინანსების შესაძლებლობებისა და ინსტიტუციური ინფორმაციის პლატფორმა.
რესურსის გახსნა ↗კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები და აკადემიური რესურსები.
რესურსის გახსნა ↗თავისუფალი წვდომა სამედიცინო სტატიებსა და ჟურნალებზე.
რესურსის გახსნა ↗ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ელექტრონული რესურსები.
რესურსის გახსნა ↗384 წამყვანი ჟურნალი მრავალ დისციპლინაში, ციფრული არქივით 1997 წლიდან.
რესურსის გახსნა ↗44 ჟურნალი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.
რესურსის გახსნა ↗სამართლისა და მართვის ჟურნალები და დაახლოებით 280 ელექტრონული წიგნი.
რესურსის გახსნა ↗მექანიკური ინჟინერიის 18 ჟურნალი, არქივით 1847 წლიდან.
რესურსის გახსნა ↗ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების ჟურნალები, არქივით 1665 წლიდან.
რესურსის გახსნა ↗900-ზე მეტი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი ბიზნესში, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებსა და მედიცინაში.
რესურსის გახსნა ↗17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკაში, ინჟინერიასა და მექანიკაში.
რესურსის გახსნა ↗Electronic Information for Libraries — საერთაშორისო ელექტრონული რესურსების ქსელი.
რესურსის გახსნა ↗ღია ელექტრონული კვლევითი რესურსები.
რესურსის გახსნა ↗სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევების საძიებო პლატფორმა.
რესურსის გახსნა ↗მათემატიკისა და სტატისტიკის მონაცემთა ბაზა.
რესურსის გახსნა ↗მაღალი ხარისხის მიმოხილვითი სამეცნიერო ჟურნალები.
რესურსის გახსნა ↗სამართლის ისტორიის კლასიკური ნაშრომებისა და ათიათასობით ჩანაწერის ბაზა.
რესურსის გახსნა ↗ევროპის რესპირატორული საზოგადოების ფლაგმანი ჟურნალი კლინიკურ და ექსპერიმენტულ კვლევებში.
რესურსის გახსნა ↗