სდასუ

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

SDASU SECTION

ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

Faculty of Business and Law

დეკანის მიმართვა

ძვირფასო ახალგაზრდებო და მომავალო სტუდენტებო!

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველდღიურად მუშაობს სტუდენტების მოსამზადებლად იმ გამოწვევებისათვის, რომლებსაც ისინი შეხვდებიან ჩვენს ცვალებად სამყაროში. როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი, ჩვენ გთავაზობთ მეტ არჩევანს, თქვენთვის სასურველ ხარისხს, მხარდაჭერასა და კომფორტს – ყოველივე იმას, რაც გჭირდებათ წარმატების მისაღწევად.

ფაკულტეტზე ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი განათლების მისაღებად, რათა სტუდენტები დაეუფლონ არჩეულ სპეციალობას და თეორიულ ცოდნასთან ერთად განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება; ეს კი დაეხმარება მათ, ჩამოუყალიბდეთ საკითხების ეფექტიანად გადაჭრის უნარი.

ჩვენი აკადემიური გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებსაც აქვთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება, რაც სტუდენტებს მისცემს სწორ მიმართულებას, ადვილად აუღონ ალღო სწავლა-სწავლების სპეციფიკას და გამოიმუშაონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რათა შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზება საკუთარი წარმატებული კარიერისთვის და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავიანთი განათლებითა და მასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევებით არიან დღევანდელი და ხვალინდელი დღის ლიდერები, შემსრულებლები და შემოქმედებითად მოაზროვნეები.საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე ადგილი, სადაც იღებთ ცოდნას. თქვენი იდეები იქცევა აღმოჩენად. აქ შესაძლებლობები უსაზღვროა.

ჩვენი უნივერსიტეტი არის გზა წარმატების მისაღწევად!