სდასუ TV
მარტი 18, 2022 2026-07-19 19:30სდასუ TV
სდასუ TV
„სდასუ TV“-ის სტუდიებში ყოველი დილის 9 საათიდან შემოქმედებითი სამუშაო იწყება — ახალგაზრდები დღის მთავარ საინფორმაციო, საზოგადოებრივ და კულტურულ თემებზე მუშაობენ.
ახალგაზრდა რეპორტიორები, ოპერატორები და ჟურნალისტები დღის თემებს ინაწილებენ და გადაღებებზე გადიან. სტუდიური და საველე პრაქტიკა მათ საშუალებას აძლევს რეალურ სამუშაო გარემოში განავითარონ ჟურნალისტური, ტექნიკური და შემოქმედებითი უნარები.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი პირველია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელმაც საკუთარ სტუდენტებს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ტელესივრცე შეუქმნა. უახლესი ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი სტუდიები პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, არამედ უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებსაც.
„სდასუ TV“-ის საავტორო გადაცემები მოიცავს კულტურას, ლიტერატურას, მედიცინას, სპორტს, განათლებას, ეკონომიკასა და იურისპრუდენციას. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს და თვალყური ადევნოს საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე საინფორმაციო, საზოგადოებრივ და კულტურულ პროცესებს.
არხი მაყურებელს ასევე სთავაზობს ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმების პრემიერებს, ლიცენზირებულ სატელევიზიო პროგრამებს, დოკუმენტურ და საგანმანათლებლო ფილმებსა და შემეცნებით-გასართობ გადაცემებს.
სტუდენტებისა და პროფესიონალების მიერ შექმნილი კონტენტი
სიახლეები და საზოგადოება
დღის მთავარი ამბები, საზოგადოებრივი თემები და საუნივერსიტეტო ცხოვრება.
კულტურა და ლიტერატურა
გადაცემები ხელოვნებაზე, წიგნებზე, კულტურულ მოვლენებსა და შემოქმედ ადამიანებზე.
მედიცინა და განათლება
საგანმანათლებლო საუბრები, სპეციალისტების ინტერვიუები და ჯანმრთელობის თემები.
ეკონომიკა და იურისპრუდენცია
ეკონომიკური, სამართლებრივი და სამოქალაქო საკითხების განხილვა.
სპორტი
სპორტული სიახლეები, საუნივერსიტეტო შეჯიბრებები და აქტიური სტუდენტური ცხოვრება.
ფილმები და დოკუმენტალისტიკა
ქართული პრემიერები, დოკუმენტური ფილმები და ლიცენზირებული პროგრამები.
მაუწყებლობა ყოველდღე
„სდასუ TV“ მაუწყებლობს მაგთისა და სილქნეტის ქსელებში ციფრული ხარისხის Full HD სიგნალით, ყოველდღე 08:00 საათიდან 24:00 საათამდე.