სდასუ

კრიმინალისტიკური ლაბორატორია

პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება

კრიმინალისტიკური ლაბორატორია

კრიმინალისტიკური ლაბორატორია ტექნიკურად და პროგრამულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლებისთვის პროფესიულ გარემოს სთავაზობს.

კრიმინალისტიკური ტექნიკა მტკიცებულებათა გამოკვლევა საგამოძიებო მოქმედებები პროფესიული გადამზადება

თეორიული ცოდნიდან პრაქტიკულ კრიმინალისტიკურ უნარებამდე

კრიმინალისტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები თეორიულ ცოდნას ლაბორატორიულ გამოცდილებას უთავსებენ, რაც მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ლაბორატორია ასევე ემსახურება პრაქტიკოს მუშაკთა გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას.

კრიმინალისტიკური ტექნიკა და ტაქტიკა

კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით სტუდენტები სრულყოფილად სწავლობენ კრიმინალისტიკურ ტექნიკას, ტაქტიკას და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის პრაქტიკულ მეთოდებს.

მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედებები

სტუდენტები პრაქტიკულად ეცნობიან კვალთა და სხვა მტკიცებულებათა აღმოჩენის, ამოღების, ფიქსირებისა და გამოკვლევის წესებს, ასევე საგამოძიებო მოქმედებების სწორად ჩატარების პროცესს.

დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკა

სასწავლო პროცესი მოიცავს ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა სახის დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის თავისებურებებს, რაც სტუდენტებს თეორიის პროფესიულ პრაქტიკასთან დაკავშირებაში ეხმარება.