დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტსა (DAUG) და კვლევისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტს (IRES, ჩრდილოეთ მაკედონია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ევროპული კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო პოლიტიკის, მმართველობისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლა, საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადება და საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა.
მემორანდუმი ძალაშია ხელმოწერიდან ათი წლის განმავლობაში და ხელს შეუწყობს მხარეებს შორის აკადემიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.
