სდასუ

მედიცინის ფაკულტეტი

SDASU SECTION

მედიცინის ფაკულტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

ძვირფასო მომავალო სტუდენტებო!

უპირველეს ყოვლისა,გვინდა გისურვოთ წარმატებული სტუდენტობა და ჩვენი აკადემიური გუნდის სახელით შემოგთავაზოთ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
ჩვენი უნივერსიტეტის მიზანს წარმოადგენს კონკურენტუნარიანი თაობის აღზრდა, რომელთა პროფესიონალიზის დონე სრულ შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი თქვენთვის, როგორც მომავალი პროფესიონალებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს შრომის ბაზარზე არსებული თანამედროვე მოთხოვნებისთვის შესაბამისი განათლების მიღება და სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა: ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიებზე, კომპიუტერულ რესურსებსა და ლაბორატორიებზე, მაღალი დონის სამეცნიერო, სასწავლო – კლინიკურ ბაზებზე და ა.შ.
ჩვენი გუნდის ამოცანაა მომავალ თაობას გადავცეთ ის ინტელექტუალური რესურსი, რასაც მომავალში გამოიყენებენ როგორც საკუთარი, ისე ჩვენი ქვეყნის პროგრესული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ია ეგნატიევი
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი