2026 წლის 13 ივლისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და შპს „სი-არ-არ-სი საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია მხარეებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე შესაძლებლობებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით:
- ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
- საჯარო ლექციების, კონფერენციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზება;
- პროფესიული გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა;
- უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის სხვადასხვა პროექტში ჩართულობის ხელშეწყობა;
- კვალიფიციური კადრებისა და წარმატებული სტუდენტების პროფესიული განვითარების, პრაქტიკისა და დასაქმების შესაძლებლობების მხარდაჭერა.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნას, პროფესიული უნარების განვითარებასა და უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას.
