სდასუ
სდასუ-ს ამბები

ტრეინიგნი თემაზე: განათლების ხარისხის კულტურის მნიშვნელობა უნიერსიტეტის გავითარებაში

ღონისძიება: 1 წუთი
ყველა ღონისძიება

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის 16 ივლისს, 11:00 საათზე, გაიმართება ტრენინგი თემაზე განათლების ხარისხის კულტურის მნიშვნელობა უნივერსიტეტის განვითარებაში.

ტრენინგს წარუძღვება დავით ბოსტოღანაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება განათლების ხარისხის კულტურის არსი და მისი როლი უნივერსიტეტის ინსტიტუციურ განვითარებაში, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაში, უწყვეტი გაუმჯობესების პროცესის დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხის კულტურის ჩამოყალიბებაში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პასუხისმგებლობას, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციული გარემოს განვითარების თანამედროვე მიდგომებს.

შეხვედრის მიზანია უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში პერსონალის აქტიური ჩართულობის გაზრდა და საუკეთესო ინსტიტუციური პრაქტიკის გაზიარება.

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

თარიღი: 16 ივლისი, 2026 წელი
დრო: 11:00 საათი
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №25
სივრცე: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
ფორმატი: დასწრებითი