სდასუ
სდასუ-ს ამბები

ტრენიგნი თემაზე: აკადემიური კეთილსინდისიერება: პლაგიატის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები

ღონისძიება:
ყველა ღონისძიება

2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე, Google Meet-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება ონლაინ ტრენინგი თემაზე „აკადემიური კეთილსინდისიერება: პლაგიატის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები“.

ტრენინგს წარუძღვება დავით ბოსტოღანაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან აკადემიური კეთილსინდისიერების ფუნდამენტურ პრინციპებს, პლაგიატის სახეებს, მისი პრევენციის, გამოვლენისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებს. ასევე განხილული იქნება აკადემიური წერის სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობა, ტექსტური მსგავსების შეფასების პრაქტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი საკითხები. ტრენინგის შინაარსი ეფუძნება უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებსა და მექანიზმებს.

ტრენინგის მიზანია უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერება, პლაგიატის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმების გაცნობა და აკადემიური საქმიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი.

თარიღი: 15 ივლისი
დრო: 15:00 საათი
ფორმატი: ონლაინ (Google Meet)

ბმული: meet.google.com/qxu-izgr-taz