სდასუ
სდასუ-ს ამბები

სდასუ-ს პროფესორებმა საერთაშორისო სამეცნიერო მონოგრაფიის მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა

ყველა სიახლე

საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სამეცნიერო კვლევების ცენტრის ხელშეწყობით, სდასუ-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო მონოგრაფიის „Challenges in Global Health Policy“ მომზადებაში. მონოგრაფია უკვე გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობის IGI Global მიერ, რომლის სამეცნიერო გამოცემები ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, მათ შორის Scopus-ში. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის კვლევების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ხილვადობის გაზრდასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციას.