12 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი ტრენინგი „AI Literacy for English Philology Students“ ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა ასოც. პროფ. ლაშა ჩახვაძე. ტრენინგი მომზადდა ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტების საჭიროებების მცირე კვლევის საფუძველზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეხებოდა.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის მისაწოდებელი ინსტრუქციების (prompts) სწორად ფორმულირების შესახებ. მათ ასევე შეასრულეს პრაქტიკული დავალებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წერითი დავალების პასუხისმგებლიანი რედაქტირება, გამოცდებისთვის ცოდნის შესამოწმებელი ქვიზების შექმნა, ტექსტის გაგებასთან დაკავშირებული სავარჯიშოებისა და სიტყვების თემატური სიების მომზადება, ასევე ლექსიკურ-გრამატიკული დავალებების პასუხისმგებლიანი შესრულება.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები ასევე გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ ხერხებს, ინგლისურ ენაზე საუბრის უნარის გაუმჯობესების მიზნებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ შემდეგ სტუდენტებს: ანანო ხონელიძე, ანასტასია მასურაშვილი, ქრისტინე კვიკვინია, მარიამ ლალიაშვილი, ეკა ჩადუნელი, ლიკა კობიაშვილი, სოფო ესაიაშვილი და ნინო მორგოშია.
ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილს ხელმძღვანელობდნენ პროფ. ჟანეტა კილასონია და ასოც. პროფ. ლაშა ჩახვაძე.
ტრენინგის შედეგად სტუდენტებმა უკეთ გააცნობიერეს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების აუცილებლობა და გაეცნენ ინგლისური ენის შესწავლის პროცესში მისი გამოყენების პრაქტიკულ ხერხებს.





