საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის 16 ივლისს, 11:00 საათზე, გაიმართა ტრენინგი თემაზე — „განათლების ხარისხის კულტურის მნიშვნელობა უნივერსიტეტის განვითარებისათვის“.
ტრენინგს უძღვებოდა დავით ბოსტოღანაშვილი — სამართლის დოქტორი, პროფესორი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო განათლების ხარისხის კულტურის არსი და მისი როლი უნივერსიტეტის ინსტიტუციურ განვითარებაში, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაში, უწყვეტი გაუმჯობესების პროცესის დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხის კულტურის ჩამოყალიბების პროცესში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პასუხისმგებლობას, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციული გარემოს განვითარების თანამედროვე მიდგომებს.
შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში პერსონალის აქტიური ჩართულობის გაზრდა და საუკეთესო ინსტიტუციური პრაქტიკის გაზიარება.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.





