საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) და თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ბაზაზე მოქმედ „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან“ ერთად, გიწვევთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე:
„თ. ჯეფერსონის კოდი: სამართალი, უსაფრთხოება და ინტელექტუალური ლიდერობა“
პროექტი აერთიანებს სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების,
პოლიტიკური ფილოსოფიისა და დიპლომატიის მიმართულებებს და მონაწილეებს
შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილონ
თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სახელმწიფო ძალაუფლების, უსაფრთხოების,
ლიდერობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხები – თომას ჯეფერსონის
ინტელექტუალური მემკვიდრეობიდან თანამედროვე გამოწვევებამდე.
ღონისძიება ხორციელდება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის
უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
– ჩატარების ადგილი: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
(ი. ჭავჭავაძის გამზ. №25, I სართული)
– ჩატარების თარიღი: 20 ოქტომბერი – 28 ნოემბერი, 2026
პროექტის შეხვედრების განრიგი:
20.10.2026 | 19:00 – თამარ ლომიძე
იურისტი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის მკვლევარი
თემა: „ბუნებითი სამართალი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები: ჯეფერსონის
სამართლებრივი კოდი“
———————-
27.10.2026 | 19:00 – სალომე ჩადუნელი, სამართალმცოდნე, მოწვეული ლექტორი
თემა: „თავისუფლების სახელით: სად გადის სახელმწიფო ძალაუფლების ზღვარი?“
———————-
07.11.2026 | 19:00 – ირაკლი იაგორაშვილი, აინ რენდის ცენტრის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი
თემა: „თომას ჯეფერსონი და აინ რენდი — ფილოსოფიური დიალოგი“
———————-
12.11.2026 | 19:00 – ზოია კურტანიძე, გენდერის საკითხების მკვლევარი
თემა: „ქალები, თანასწორობა და თავისუფლება – ამერიკა 1776–1920“
———————-
22.11.2026 | 14:00 – ხათუნა ბურკაძე, პროფესორი, დოქტორი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული
თემა: „ჯეფერსონის საგარეო პოლიტიკური ხედვიდან ციფრულ საგარეო პოლიტიკამდე:
ამერიკული საგარეო პოლიტიკის იდეური უწყვეტობა ციფრულ ეპოქაში“
———————-
27.11.2026 | 16:00 – სოფო ჩქოფოია, სოციალური მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი
თემა: „გადაწყვეტილების არქიტექტურა: ძალა, უსაფრთხოება და თავისუფლება
კრიზისისა და გაურკვევლობის ეპოქაში“
———————-
სერტიფიცირება: კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი,
რომელიც აღიარებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების
ფორუმის“ მიერ (ბრიუსელი, ბელგია).
– სერტიფიკატის მიღების პირობა: სავალდებულოა 6 შეხვედრიდან მინიმუმ 4
შეხვედრაზე დასწრება.
– ვის შეუძლია მონაწილეობა? პროექტი ღიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 17 ოქტომბერი, 23:30 სთ.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/aQHVRXoCrT2V1Cht7
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: tjrcenter.org@gmail.com
ტელეფონი: +995 599 765 895 | +995 574 955 955
