სდასუ
სდასუ-ს ამბები

სდასუ-ს ინტერნაციონალიზაციის სამსახური აცხადებს მონაწილეთა შერჩევას!

ღონისძიება:
ყველა ღონისძიება

სდასუს ინტერნაციონალიზაციის სამსახური სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში (Erasmus+) „Digital Well-being“ (ციფრული კეთილდღეობა).

ლოკაცია: ცაღკაძორი, სომხეთი
თარიღი: 22–30 ოქტომბერი, 2026 (მგზავრობის დღეების ჩათვლით)

პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა ციფრული კეთილდღეობის, ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, განივითარონ საერთაშორისო თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები, ასევე დაამყარონ ახალი საერთაშორისო კონტაქტები.

პროექტში მონაწილე ქვეყნები: საბერძნეთი, ბელგია, რუმინეთი, სომხეთი და საქართველო

მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი გთხოვთ გამოაგზავნოთ მისამართზე: emiliaalaverdov@sdasu.edu.ge

გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შედეგები ცნობილი იქნება არაუგვიანეს 15 სექტემბრისა