2026 წლის 16, 17 მაისს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ეფექტური კომუნიკაცია“.
ტრენინგს უძღვებოდა მარიეტა მაჭარაშვილი – სერტიფიცირებული ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების ქოუჩი.ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები, პროფესიულ გარემოში წარმატებული ურთიერთობის დამყარების გზები, აქტიური მოსმენის ტექნიკები, კონფლიქტების მართვისა და გუნდური თანამშრომლობის ეფექტიანი მეთოდები.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით განევითარებინათ კომუნიკაციური უნარები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიულ საქმიანობასა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებაში.




