ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და ეთიკურად გამოყენება უმაღლესი განათლების სისტემაში“
ივლისი 6, 2026 2026-07-06 12:15ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და ეთიკურად გამოყენება უმაღლესი განათლების სისტემაში“
ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და ეთიკურად გამოყენება უმაღლესი განათლების სისტემაში“
„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში“ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელქტის საფუძვლები და ეთიკურად გამოყენება უმაღლესი განათლების სისტემაში“.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი, მარეხი კამკამიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობები, მისი ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკული ინსტრუმენტები და განათლების სფეროში დანერგვის საუკეთესო პრაქტიკები.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის როლი სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, სასწავლო რესურსების შექმნაში, კვლევით საქმიანობასა და ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაციაში. მონაწილეებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები AI ტექნოლოგიების ეთიკური და პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ.
უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც განათლების ხარისხის ამაღლებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.



