სდასუ-ს სტუდენტები, ლაშა ანდრიაშვილი, გურამ გეჯაძე და ნინო შერვაშიძე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში „The Edge Effect Activity: Youth Exchange“, რომელიც 2026 წლის 20–26 ივლისს გაიმართება ფლორენციაში, იტალიაში. პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდები იტალიიდან, საქართველოდან, პორტუგალიიდან და ალბანეთიდან. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ლიდერული, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით. მოსალოდნელი შედეგია, რომ მონაწილეები გაიღრმავებენ პროფესიულ და პიროვნულ კომპეტენციებს, მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდულ საზოგადოებას გაუზიარებენ.
