სდასუ TV

სტუდენტი ნინო შერვაშიძე Erasmus+-ის პროექტში ალბანეთში ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე გაემგზავრა

post2-1
სიახლეები

სტუდენტი ნინო შერვაშიძე Erasmus+-ის პროექტში ალბანეთში ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე გაემგზავრა

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და ორგანიზაცია
„მულტიკულტურულ ჯგუფს“ შორის არსებული პარტნიორობისა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ნინო შერვაშიძე გაემგზავრა ალბანეთის ქალაქ დურესში, რათა მონაწილეობა მიეღო Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში „უნარები მომავალი ნაბიჯებისთვის“.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ ახალგაზრდები, რათა
ინტერკულტურული სწავლებისა და არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით განევითარებინათ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და დასაქმებისთვის საჭირო უნარები. გაცვლითი პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა გაიუმჯობესეს კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები, მონაწილეობდნენ რა ვორქშოფებში, სიმულაციებში, ჯგუფურ გამოწვევებსა და სხვადასხვა კოლაბორაციულ აქტივობებში. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის, თვითდაჯერებულობის, მეწარმეობის, სოციალური ინკლუზიისა და ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა, ასევე სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის ინტერკულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგების გაღრმავება.
აღნიშნული გამოცდილების შედეგად მონაწილეებმა განივითარეს პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები, გააფართოეს საერთაშორისო კონტაქტების ქსელი და შეიძინეს ღირებული ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.