სდასუ TV

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს  მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით: საჯარო სამართალი, კერძო სამართალი!

Cartoon Lecture Illustration
სიახლეები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს  მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით: საჯარო სამართალი, კერძო სამართალი!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #25
დასაქმების ფორმა: მოწვეული ლექტორი
ხელშეკრულების ვადა: აკადემიური წლის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება სასურველია;
  • შესაბამისი კურსის/კურსების წაკითხვის გამოცდელება;
  • საჯარო ან კერძო სამართლის შესაბამისი დარგის ღრმა ცოდნა;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნა;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი.

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულისთვის;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია მატერიალური ან ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 12 მაისისა.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #25 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე)

Email.: info@sdasu.edu.ge 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (995 32) 2 253 677

უნივერსიტეტი იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპსსაქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.