2025 წლის 12 ივნისს, 14 საათზე, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.25) შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულების – ხვიჩა ბეგიაშვილისა და ხათუნა სხირტლაძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართება.
ხვიჩა ბეგიაშვილის წიგნი – „პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდების განხორციელებაზე უარის თქმა და მისი სამართლებრივი შედეგები“.
ხათუნა სხირტლაძის წიგნი – „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება სამოქალაქო სამართალწარმოებაში (თეორია, პრაქტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებები)“.
დასწრება თავისუფალია.
