სდასუ
სდასუ-ს ამბები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად !

ყველა სიახლე

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

ა) ორთოპედიული სტომატოლოგია:

  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური პოზიცია

ბ) პედიატრია:

  • ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი

გ) ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია:

  • ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი

დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვა:

  • ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.

ბ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

კონკურსანტი ასოცირებული პროფესორის  თანამდებობაზე აირჩევა შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე – 3 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (დანართი 1);
    • რეზიუმე (CV);
    • პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისად – პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;
    • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    • დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო  და სასწავლო-მეთოდური  ნაშრომების ჩამონათვალი;
    • შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
    • სასურველია შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
    • სასურველია სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
    • II ეტაპი – გასაუბრება პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

*კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებული კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;

კონკურსის ვადები:

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2026 წლის 29 ივლისი

საბუთების მიღება: 2026 წლის 31 ივლისიდან 2026 წლის 4 აგვისტოს 15:00 საათამდე.

კონკურსის ჩატარების პერიოდი: 2026 წლის 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2026 წლის 11 სექტემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #25 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე)

ან ელექტრონული ფორმით:

ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართეთ:

ტელ: (995 32) 2 253 677