საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2023 წლის 8 დეკემბერს, უმაღლესი სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგი სახელწოდებით – „სწავლების თანამედროვე მეთოდები“ ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა მედიცინის დოქტორი და პროფესორი ირინე ფხაკაძე. ღონისძიება წარიმართა მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის აქტიური ჩართულობით.
