SDASU TV
LIVE

სდასუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი, პროფესორი, იამზე თაბორიძე მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს.

427805519_783249780499103_8201486109916641809_n
სიახლეები

სდასუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი, პროფესორი, იამზე თაბორიძე მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დააჯილდოვეს, მათ შორის საქართველოს დავით აღმაშენების სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი იამზე თაბორიძე.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა, მან სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებულ მეცნიერ ქალებს შესაბამისი სიგელები პირადად გადასცა.

ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალბატონებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და საუბრისას მათთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger