სიახლეები
ივლისი 12, 2026 2026-07-19 19:26სიახლეები
სდასუ-ს სიახლეები
გაეცანით უნივერსიტეტის უახლეს ამბებს, სტუდენტურ აქტივობებს, აკადემიურ მიღწევებსა და მნიშვნელოვან განცხადებებს.
სდასუ-ს სტუდენტების მორიგი აქტივობა Erasmus+ KA151-ში
სდასუ-ს ოთხმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო Inclusive Futures Training Course for Youth Workers-ში, რომელიც გაიმართა 2026 წლის 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით თბილისში, საქართველოში. ტრენინგი…
სდასუ-ს ინტერნაციონალიზაციის სამსახური აცხადებს მონაწილეთა შერჩევას!
სდასუს ინტერნაციონალიზაციის სამსახური სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში (Erasmus+) „Digital Well-being“ (ციფრული კეთილდღეობა). ლოკაცია: ცაღკაძორი, სომხეთითარიღი: 22–30 ოქტომბერი, 2026 (მგზავრობის…
გაიმართა ტრენინგი თემაზე — „განათლების ხარისხის კულტურის მნიშვნელობა უნივერსიტეტის განვითარებისათვის“
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის 16 ივლისს, 11:00 საათზე, გაიმართა ტრენინგი თემაზე — „განათლების ხარისხის კულტურის მნიშვნელობა უნივერსიტეტის განვითარებისათვის“. ტრენინგს უძღვებოდა დავით…
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტებისთვის ტრენინგი „AI Literacy for English Philology Students“ ჩატარდა
12 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი ტრენინგი „AI Literacy for English Philology Students“ ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა ასოც. პროფ. ლაშა ჩახვაძე. ტრენინგი მომზადდა ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტების საჭიროებების მცირე კვლევის საფუძველზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეხებოდა. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის მისაწოდებელი ინსტრუქციების (prompts) სწორად ფორმულირების შესახებ. მათ ასევე შეასრულეს პრაქტიკული დავალებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წერითი დავალების პასუხისმგებლიანი რედაქტირება, გამოცდებისთვის ცოდნის შესამოწმებელი ქვიზების შექმნა, ტექსტის გაგებასთან დაკავშირებული სავარჯიშოებისა და სიტყვების თემატური სიების მომზადება, ასევე ლექსიკურ-გრამატიკული დავალებების პასუხისმგებლიანი შესრულება. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები ასევე გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ ხერხებს, ინგლისურ ენაზე საუბრის უნარის გაუმჯობესების მიზნებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ შემდეგ სტუდენტებს: ანანო ხონელიძე, ანასტასია მასურაშვილი, ქრისტინე კვიკვინია, მარიამ ლალიაშვილი, ეკა ჩადუნელი, ლიკა კობიაშვილი, სოფო ესაიაშვილი და ნინო მორგოშია. ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილს ხელმძღვანელობდნენ პროფ. ჟანეტა კილასონია და ასოც. პროფ. ლაშა ჩახვაძე. ტრენინგის შედეგად სტუდენტებმა უკეთ გააცნობიერეს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების აუცილებლობა და გაეცნენ ინგლისური ენის შესწავლის პროცესში მისი გამოყენების პრაქტიკულ ხერხებს.
ტრენიგნი თემაზე: აკადემიური კეთილსინდისიერება: პლაგიატის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები
2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე, Google Meet-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება ონლაინ ტრენინგი თემაზე „აკადემიური კეთილსინდისიერება: პლაგიატის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები“. ტრენინგს წარუძღვება დავით…
ტრენიგნი თემაზე: განათლების ხარისხის კულტურის მნიშვნელობა უნივერსიტეტის გავითარებაში
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის 16 ივლისს, 11:00 საათზე, გაიმართება ტრენინგი თემაზე „განათლების ხარისხის კულტურის მნიშვნელობა უნივერსიტეტის განვითარებაში“. ტრენინგს წარუძღვება დავით ბოსტოღანაშვილი…
სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია“.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია“. ტრენინგს უძღვებოდა მაკა დარსაველიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ეფექტური საჯარო გამოსვლისა…
სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და გამოყენება“
„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და გამოყენება“. ტრენინგს უძღვებოდა მარეხი კამკამიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ხელოვნური ინტელექტის…
ტრენინგი თემაზე – „პროდუქტიულობა სამუშაო სივრცეში“
„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში“ ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „პროდუქტიულობა სამუშაო სივრცეში“. ტრენინგს უძღვებოდა მარიეტა მაჭარაშვილი – სერტიფიცირებული ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების…