სდასუ აცხადებას მიღებას 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე;
სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:
საბუთების მიღება – 11 სექტემბერი – 19 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 21 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება -22 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 22-23 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება -25 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 26 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება – 27 სექტემბერი
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება – 27-28 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 29 სექტემბერი
სდასუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
განმცხადებლის რეზიუმე, CV; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2023 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ); პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა; უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა); წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე); უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს. 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge