ტრენინგი თემაზე – „პროდუქტიულობა სამუშაო სივრცეში“
ივლისი 6, 2026 2026-07-06 12:33ტრენინგი თემაზე – „პროდუქტიულობა სამუშაო სივრცეში“
„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში“ ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „პროდუქტიულობა სამუშაო სივრცეში“.
ტრენინგს უძღვებოდა მარიეტა მაჭარაშვილი – სერტიფიცირებული ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების ქოუჩი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა დროის ეფექტიანი დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრის, სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციისა და პროფესიული პროდუქტიულობის გაზრდის შესახებ. ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებს.
უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციული ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.



