სდასუ TV

შიდა სამეცნიერო-კვლევითი გრანტებისა და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსი!

4d5fc48befa51f8456fa9d44e9168c3d
სიახლეები

შიდა სამეცნიერო-კვლევითი გრანტებისა და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსი!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი   აცხადებს 2026 წლის შიდა სამეცნიერო-კვლევითი გრანტების და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსს.

შიდა სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი; იგი   ემსახურება უნივერსიტეტში  კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, მაღალი ხარისხის კვლევების, მათ შორის – საერთაშორისოს, განვითარებას, კვლევის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში და კვლევებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი:

 საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 12 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. თვეების რაოდენობა უნდა იყოს 6-ის ჯერადი და შეესაბამებოდეს 6-თვიან საანგარიშო პერიოდებს.

პროექტის საგრანტო დაფინანსება პროექტის ხანგრძლივობასთან მიმართებაში შეიძლება მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით:

 

დაფინანსების მაქსიმუმი  პროექტის ხანგრძლივობის მიხედვით

მაქსიმალური წლიური ბიუჯეტი

12  თვე

18 თვე

24 თვე

12 000 ლარი

18 000 ლარი

24 000 ლარი

12 000  ლარი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  სდასუ-ს  აკადემიურ, სამეცნიერო მოწვეულ პერსონალს, ახალგაზრდა მკვლევარს ან/და მაგისტრატურის  ან დოქტორატურის სტუდენტს (იხ. „შიდა  გრანტებით სამეცნიერო კვლევების დაფინანსების წესი“, დანართი 1).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 25 მაისიდან – 2025 წლის 25  ივნისის ჩათვლით 00:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iataboridze@yahoo.com.

კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;

დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე პროექტების სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა – 2025 წლის 30 ივნისი

დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება სდასუ-ს რექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2026 წლის 28 ივნისი;

საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილმა სუბიექტებმა 
დადგენილ ვადებში და წარმოადგინონ საგრანტო პროექტის განაცხადი

ხელმოწერილი ნაბეჭდი სახით თანდართულ დოკუმენტებთან ერთად:

სამეცნიერო კვლევის საპროექტო განაცხადის ფორმა (კვლევითი პროექტებისთვის – დანართი 2, სახელმძღვანელოს გამოცემა – დანართი 2.1);

საპროექტო წინადადება (დანართი 3);

პროექტის ხელმძღვანელისა და პროექტში ჩართლი პერსონალის რეზიუმეები (დანართი 4);

პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5);

პროექტის შესრულების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6);

პროექტის შედეგები (დანართი 7).

 პროექტის უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერილი თანხმობის წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ქართულ ენაზე.

პროექტის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული ფიზიკური პირების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, დოქტორანტის/ მაგისტრანტის, ბაკალავრის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სწავლის შესახებ სდასუ-დან);

საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

კონკურსში წარმოდგენილი საგრანტო პროექტები შეფასდება ორ ეტაპად.

  1. პროექტის შეფასების პროცედურა ორეტაპიანია.
  2. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტების შეფასებას პირველ ეტაპზე ახორციელებენ დამოუკიდებელი ექსპერტები.  
  3. კონკრეტული პროექტის შეფასებაში უნდა მონაწილეობდეს დარგის ორი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელთა ვინაობა პროექტის წარმდგენთათვის კონფიდენციალურია.
  4. შეფასების პირველ ეტაპზე დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტს აფასებენდანართში 9მოცემული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
  5. შეფასების მეორე ეტაპზე გადასასველად აუცილებელი მოთხოვნაა პირველ ეტაპზე თითოეული ექსპერტის შეფასების სრული 60 ქულიდან მინიმუმ 40 ქულის მიღება.
  6. შეფასების მეორე ეტაპზე პროექტს აფასებს საბჭო დანართში 10 მოცემული კრიტერიუმების მიხედვით(დანართი 10).

საკონსულტაციო განრიგი:

საკონსულტაციო შეხვედრა ფაკულტეტების შესაბამისად გაიმართება 2026 წლის 25 მაისიდან – 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით

საგრანტო პროექტთან დაკავშირებით შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2026 წლის 25 მაისიდან – 2026 წლის 25  ივნისის ჩათვლით 00:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iataboridze@yahoo.com

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.