საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის 2026 წლის ზაფხულში განხორციელდება ინგლისური ენის ზაფხულის სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს ინგლისური ენის ცოდნისა და პროფესიული საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი დონის სერტიფიკატები.
