2026 წლის 1 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდება ტრენინგი შემდეგ თემაზე:
1. ელექტრონულ სამეცნიერო მონაცემთა ბაზებზე წვდომა და მათი გამოყენება;
2. სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების შესაძლებლობები ღია ან ჰიბრიდული წვდომის ჟურნალებში.
ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კორდინატორი მარიკა ჟორჟოლიანი.
ტრენინგი სდასუ-ს ბიბლიოთეკისა და უწყვეტი განათლების სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
