საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთის რესპუბლიკის Kastamonu University-ში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სდასუ-ს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს:
- ჟურნალისტიკა: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
- ბიზნესის ადმინისტრირება: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
- საერთაშორისო ურთიერთობები: საბაკალავრო პროგრამა;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივნისის 17:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: emiliaalaverdov@sdasu.edu.ge
ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ Erasmus+ Kastamonu
მოთხოვნები
აპლიკანტი უნდა იყოს სდასუს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა).
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- რეგისტრირებულ სასწავლო პროგრამებზე გავლილი უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 30 ECTS კრედიტის შესაბამისი სასწავლო დატვირთვა;
- კუმულაციური საშუალო ქულა (CGPA) უნდა შეადგენდეს მინიმუმ:
- 20/4.00 — ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის;
- 50/4.00 — მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის;
- ინგლისური ენის ცოდნის დონე უნდა იყოს არანაკლებ B2 (CEFR) დონისა.
ნომინაციები განხორციელდება უნივერსიტეტის Erasmus+/საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მიერ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Erasmuscm@kastamonu.edu.tr, არაუგვიანეს 30 ივნისისა.
ნომინაციის ფაილი უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა სავალდებულო დოკუმენტს, რომლებიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ მოთხოვნებს. არასრული დოკუმენტაციის შემთხვევაში ნომინაცია არ განიხილება.
საჭირო დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით (ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ), რომელსაც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი როგორც სტუდენტის, ისე Erasmus+/საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის (IRO) კოორდინატორის მიერ;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი;
- ჩარიცხვის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სტუდენტის მიმდინარე საგანმანათლებლო საფეხურს;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- პასპორტის ასლი;
- საგანმანათლებლო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აპლიკანტებისთვის):
- მაგისტრატურის აპლიკანტებისთვის — ბაკალავრის დიპლომი;
- დოქტორანტურის აპლიკანტებისთვის — ბაკალავრისა და მაგისტრატურის დიპლომები;
- ინგლისურ ენაზე გაცემული ოფიციალური ნიშნების ფურცელი (Transcript of Records), რომელიც ადასტურებს აპლიკანტის CGPA ქულას.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
(დასაშვებია როგორც გამგზავნი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგები, ასევე უნივერსიტეტის მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო ან ადგილობრივი ენობრივი სერტიფიკატები. - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) სტუდენტებისთვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მობილობის შესახებ გამოცხადებული კონკურსის ასლი, რომელსაც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი და ბეჭდით დამოწმებული უნივერსიტეტის Erasmus+/საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მიერ;
რექტორის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური ბრძანება Erasmus-ის შესარჩევი კომიტეტის/კომისიის შექმნის შესახებ.
სტუდენტთა სასწავლო მობილობა (Student Mobility for Studies – SMS) ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული ინსტიტუციური შეთანხმებების ფარგლებში.
