კონკურსი მედიცინის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების შესარჩევად
მაი 12, 2026
ცხადდება კონკურსი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინის ფაკულტეტიდან 1 აკადემიური პერსონალისა და 1 სტუდენტის შესარჩევად.
კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები: წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 22 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
აკადემიური პერსონალი: საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.
სტუდენტი: საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის სხვა არჩევითი კოლეგიური ორგანოს ან/და თვითმმართველობის წევრი.
საბჭოს შემადგენლობაში რექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შევიდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კანდიდატებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ საკუთარი განცხადება, რომლითაც დაასაბუთებენ, რატომ იქნება მათი როლი მნიშვნელოვანი და შედეგიანი საბჭოს საქმიანობაში.