საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს წარმომადგენლობითი საბჭოს 3 წევრის შესარჩევად.
კანდიდატთა რეგისტრაცია და მოთხოვნები:
- წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 21 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით.
- კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უნივერსიტეტში, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N25.
- საბჭოს შემადგენლობაში, რექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შევიდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კანდიდატებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ან განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
