ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
მაისი 1, 2026 2026-06-26 5:22ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:
1.ბიზნესის ადმინისტრირება:
- ასოცირებული პროფესორი – 6 ვაკანტური ადგილი
- ასისტენტ პროფესორი – 2 ვაკანტური ადგილი
2.სისხლის სამართალი:
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი
3.საჯარო სამართალი:
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი
- პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი
4.კერძო სამართალი:
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი
- პროფესორი – 2 ვაკანტური ადგილი
5.სამოქალაქო სამართალი:
- ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანტური ადგილი
- ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი
6.საერთაშორისო ურთიერობები:
- ასისტენტ პროფესორი – 2 ვაკანტური ადგილი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან მოქმედი სადოქტორო პროგრამის აქტიური სტატუსის დოქტორანტი.
კონკურსანტი პროფესორის თანადებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე – 3 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება (დანართი 1);
- რეზიუმე (CV)
- პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისად – პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
- სასურველია შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
- სასურველია სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
- II ეტაპი – გასაუბრება პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან
უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.
*კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებული კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
კონკურსის ვადები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2026 წლის 1 მაისი
საბუთების მიღება: 2026 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის 5 ივნისამდე
კონკურსის ჩატარების პერიოდი: 2026 წლის 8 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2026 წლის 16 ივნისი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტი
მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #25 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე)
ან ელექტრონული ფორმით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართეთ:
ტელ: (995 32) 2 253 677
ძიება თეგებით
ბოლო ჩანაწერები
- მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სამედიცინო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
- სტუდენტი ნინო შერვაშიძე Erasmus+-ის პროექტში ალბანეთში ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე გაემგზავრა
- მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე
- სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სალომე მეგენეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის – „ხელშეკრულების მისადაგება პანდემიით გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი“ საჯარო დაცვა.
- სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური ღონისძიება „English Around Us“ გაიმართა
ბოლო კომენტარები
არქივები
- ივნისი 2026
- მაისი 2026
- აპრილი 2026
- მარტი 2026
- თებერვალი 2026
- იანვარი 2026
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- მარტი 2023
- თებერვალი 2023
- სექტემბერი 2022
- აგვისტო 2022
- იანვარი 2022
- მარტი 2021