ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
მარტი 2, 2026 2026-04-07 16:10ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- ქირურგია – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- ოტორინოლარინგოლოგია – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- ფიზიოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ჰიგიენა, პრევენციული მედიცინა – 1 პროფესორი;
- ენდოკრინოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი;
- შინაგანი მედიცინა – 1 ასოცირებული პროფესორი;
- რადიოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ბიოფიზიკა – 1 ასოცირებული პროფესორი;
- იმუნოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ალერგოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ფარმაკოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- მეან-გინეკოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ტრავმატოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია – 1 ასოცირებულუი პროფესორი;
- სამედიცინო ბიოლოგია, პარაზიტოლოგია – 1 ასოცირებულუი პროფესორი;
- სამოქალაქო სამართალი – 1 პროფესორი;
- საჯარო სამართალი – 1 პროფესორი;
- ტურიზმი – 2 ასოცირებული პროფესორი;
- ბიზნესის ადმინისტრირება – 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები – 2 ასოცირებული პროფესორი;
- სოციალური მეცნიერებები – 2 პროფესორი; 2 ასოცირებული პროფესორი;
- საქართველოს ისტორია -1 ასოცირებული პროფესორი;
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები.
- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება; მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი/ მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან მოქმედი სადოქტორო პროგრამის აქტიური სტატუსის დოქტორანტი.
- კონკურსანტი პროფესორის თანადებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე – 3 წლის ვადით.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოსშემდეგი დოკუმენტები.
- განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);
- კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად (დანართი 2);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
- 2 ფოტოსურათი (3 × 4) ბეჭდური და ელექტრონული ფორმით;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
- დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიცისტებისთვის);
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
- სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
- კონკურსანტმა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ მიმართულებებში, ზემოთმითითებულ საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის და კონკურსანტის მიერ.
- შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 2 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25).
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 მარტისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
ტელ: (995 32) 2 253 677
ძიება თეგებით
ბოლო კომენტარები
არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
არქივები
- აპრილი 2026
- მარტი 2026
- თებერვალი 2026
- იანვარი 2026
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- მარტი 2023
- თებერვალი 2023
- სექტემბერი 2022
- აგვისტო 2022
- იანვარი 2022
- მარტი 2021