სდასუ
სდასუ-ს ამბები

სდასუ-ს ინტერნაციონალიზაციის სამსახურის უფროსის ვიზიტი “Hong Kong Chu Hai College”-ში!

ყველა სიახლე

სდასუ-სა და Hong Kong Chu Hai College (HKCHC)-ს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სდასუ-ს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ემილია ალავერდოვმა, მონაწილეობა მიიღო Hong Kong Chu Hai College (HKCHC)-ის მიერ სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები კოლეჯის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა შეაჯამეს არსებული თანამშრომლობის შედეგები და განიხილეს პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სდასუ-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს შეუქმნის.