შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ ეხმაურება ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებს რამოდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სოციალურ ქსელებსა და საკუთარ, ოფიციალურ ვებ-გვერდზე რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით, თითქოს მობილობა ცხადდება სდასუ-ს სტუდენტებისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ბრძანება N1.1/103 –ის მიხედვით რიგგარეშე მობილობა ცხადდება იმ მობილობის მსურველებისათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება სდასუ-ში და იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს სდასუ-ში სწავლის უფლება და არ გამოცხადებულან რეგისტრაციაზე დადგენილ ვადებში.
