სდასუ
სდასუ-ს ამბები

საჯარო ლექცია თემაზე: ქალები ლიდერობაში (განსხვავებული შეფასებები, მარგარეტ ტეტჩერის მაგალითზე)!

ყველა სიახლე

7 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: ქალები ლიდერობაში (განსხვავებული შეფასებები, მარგარეტ ტეტჩერის მაგალითზე). ღონისძიებას გაუძღვა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა დემოკრატიის ქსელის საზოგადოებრივი ფონდის (ZDS) უფროსი კონსულტანტი, სურეია იგიტი.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან, ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახური.