სდასუ
სდასუ-ს ამბები

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დამსაქმებელთან, შპს „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებთან!

ყველა სიახლე

26 მარტს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, კარიერული განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დამსაქმებელთან, შპს „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებთან, რომელთაც მიმდინარე ვაკანსიებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია სტუდენტებს.

შპს „საქაერონავიგაცია“ საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის სტაბილური და სანდო ნაწილია, რომელიც აქტურად უჭერს მხარს ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის თანმიმდევრულ და მდგრად განვითარებას.