სდასუ
სდასუ-ს ამბები

სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (ICR) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ყველა სიახლე

2024 წლის 18 მარტს, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (ICR) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის პროგრამის – “EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia (SAFE)” ეგიდით მიმდინარეობს. შეხვედრას უძღვებოდნენ ინოვაციების და რეფორმების ცენტრის (IRC) ხელმძღვანელი გიორგი გაბრიელაშვილი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში – ირაკლი ფორჩხიძე.