სდასუ
სდასუ-ს ამბები

სდასუ აცხადებს რიგგარეშე მობილობას “ალტე უნივერსიტეტის” ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის!

2 წუთი
ყველა სიახლე

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას 2023 – 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე, “ალტე უნივერსიტეტის” ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.

რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

დოკუმენტაციის მიღება: 2023 წლის 24 ივლისი- 1 აგვისტო;

კრედიტების აღიარება – 2023 წლის 25 ივლისი – 2 აგვისტო;

სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების რაოდენობის გაცნობა – 2023 წლის 3-4 აგვისტო;

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში – 2023 წლის 5-7 აგვისტო.

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში  (24 ივლისი – 1 აგვისტო) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
  4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  8. 2 ფოტოსურათი 3×4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების მიღება ორშაბათი-პარასკევი, 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25

ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

გისურვებთ წარმატებას!