სდასუ
სდასუ-ს ამბები

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

3 წუთი
ყველა სიახლე

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2023  წლის 24 აპრილიდან  აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

  1. კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
  2. საგადასახადო სამართალი 1  პროფესორი;
  3. სამართლის მეთოდები –  1  პროფესორი;
  4. კონსტიტუციური სამართალი  – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
  5. სისხლის საპროცესო სამართალი – 1 ასოცირებული პროფესორი;
  6. ეკონომიკა  – 1 პროფესორი;
  7. ტურიზმი  – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
  8. ინფორმაციული ტექნოლოგიები – 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
  9. ბიზნესის ადმინისტრირება (აღრიცხვა და აუდიტი) – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
  10. ქართული ფილოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი;
  11. რუსული ფილოლოგია  – 1 პროფესორი;
  12. ინგლისური ფილოლოგია – 3  ასოცირებული პროფესორი;
  13. ჟურნალისტიკა – 3 ასოცირებული პროფესორი;
  14. მასობრივი კომუნიკაცია – 1 ასოცირებული პროფესორი;
  15. საზოგადოებასთან ურთიერთობა – 1 ასოცირებული პროფესორი;
  16. ფილოსოფია – 1 ასოცირებული პროფესორი;
  17. სოციოლოგია –  1 ასისტენტ პროფესორი.
  1. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
  2. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება.
  3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
  4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  5. აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;

გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) 2 ფოტოსურათი (3 × 4);

ე) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ვ) ბოლო10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;

ზ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით).

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2023  წლის 24 აპრილიდან  – 2023  წლის  29 აპრილის   ჩათვლით

უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე,  ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)

ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

კონკურსის  შედეგები    გამოცხადდება  არაუგვიანეს 2023  წლის 11 მაისისა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge  ტელ.: (995 32) 2 25