სდასუ
სდასუ-ს ამბები

სდასუ საერთაშორისო კონფერენციაზე — „თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევები“

ყველა სიახლე

2026 წლის 24 სექტემბერს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი პარტნიორის სტატუსით მონაწილეობდა „თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების”, მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა დიპლომატიისა და უსაფრთხოების ფაკულტეტის (სერბეთი, ბელგრადი) ორგანიზებით.

სდასუ-ს სახელით, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფ. ემილია ალავერდოვამ კონფერენციის გახსნის სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მან მადლობა გადაუხადა დიპლომატიისა და უსაფრთხოების ფაკულტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა აკადემიური დიალოგის, საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.